Posted: October 9, 2011 in Uncategorized

                     იხილეთ /რეგისტრაცია/

რა არის პიარი, ისტორია, განსაზღვრებები, პიარის ფუნქციები და მოვალეობები

სიტყვა პიარი საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა.საინტერესოა, რა  იმალება ამიდუმალი სიტყვის მიღმა, რა არის ზოგადად პიარი, როგორ  ვითარდება  ის,  რაში  ეხმარება  იგი პიროვნებასა  თუ ორგანიზაციას,  როგორია  მისი  განვითარება.  რა  მოეთხოვებათ  პიარსპეციალისტებს  და  როგორი  უნდა იყვნენ ისინი? პირველი ლექცია სწორედ ამ და სხვა საკითხებს დაეთმობა.

ბიზნესის კეთება მჭიდროდაა  დაკავშირებული საზოგადოებასთან, რომელიც,  თავის    მხრივ,  იყოფა  მომხმარებლებად.  ბიზნეს  კომპანიას  შეიძლება, ჰყავდეს  თანამშრომლები,    ჰქონდეს  კაპიტალი,   მაგრამ  წარმატებული  არ  იქნება,  თუ არ გაიგო ამ ბიზნესის შესახებ  საზოგადოებამ  და  არ  გახდა  მისი  მომხმარებელი.

საზოგადოებრივი ურთიერთობები, ანუ პიარი კომუნიკაციური დისციპლინაა. მისი მთავარი ამოცანაა კომუნიკაციების მენეჯმენტის განხორციელება. პიარი კომუნიკაციის გარეშე და პირიქით, სავსებით წარმოუდგენელი შემთხვევაა. თუმცა, კომუნიკაციები თავის თავში  საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სახეობებსა  და ნორმებს მოიცავს.

ძნელი სათქმელია,  როდის და რომელ ქვეყანაში დაიბადა პიარი,  ან ვინ იყო მისი დამაარსებელი.  აქსიომაა: ხალხს საზოგადოებაში რომ ეცხოვრა, უნდა მიეღწია ურთიერთთანხმობისთვის. ამისთვის კი ისინი კომუნიკაციას იყენებდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ შეიძლება ხალხის დარწმუნება და მათზე გავლენის მოხდენა. ძეგლები, პირამიდები, ფერწერა და სხვა,  საუკეთესო მაგალითებია მმართველების გაღმერთებისა.

უდიდესი მოაზროვნე არისტოტელე თვლიდა, რომ ხალხის დარწმუნება მაშინ შეიძლება, როცა მათ შენდამი სიმპათიით განაწყობ. ბრწყინვალე ორატორი ციცერონი კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას  ფსიქოლოგიის, საზოგადოების ინტერესებისა და, საერთოდ, ხალხის გემოვნების შესწავლას ანიჭებდა.

პიარი აშშ-ში მე-19-20 საუკუნის მიჯნაზე დამკვიდრდა, როდესაც ბიზნესი განვითარდა და აუცილებელი გახდა მომხმარებელზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება (ასევე საზოგადოების ნდობის მოპოვება, ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა). ბიზნესის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შექმნილიყო მართვის ახალი სისტემა, რომელიც გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივ აზრზე. ამ პერიოდისთვის მათთვის მნიშვნელოვანი გახდა არა მარტო პროდუქციის გამოშვება და გაყიდვა,  არამედ მომხმარებლის მოთხოვნილებებზე  ზრუნვა და დადებითი იმიჯის შექმნა.

ცოტა რამ პიარის ისტორიიდან:

1900-1917 წლებში, აშშ-ში ბიზნეს კომპანიებმა დაიწყეს საკუთარი ბიზნესის დაცვა, როგორც ჟურნალისტთა უხეში შემოტევებისგან, ასევე სახელმწიფო რეგულირებების თვალსაზრისით. ამ დროს, კომპანიები ცდილობდნენ, საკუთარი მხარის წარმოჩენას და კონტრშეტევებს ახორციელებდნენ სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

ერთი მიმართულების კომუნიკაციამ დაიწყო დომინირება, როდესაც აშშ ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში. ამ დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ვუდრო ვილსონმა შექმნა საზოგადოებრივი ინფორმაციის კომიტეტი, რომელსაც ჯორჯ კრილი ხელმძღვანელობდა. იგი დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა პროპაგანდისტებით. კომიტეტის მიზანი იყო, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მსოფლიო ომის  მხარდასაჭერად (ზეგავლენის მოხდენა სხვებზე – პროპაგანდა, ცალმხრივი კომუნიკაცია).

20-იანი წლების აშშის ეკონომიკური ბუმი: მიზანი – პროდუქციის ბაზარზე გასაღება და კონკურენცია.

აშშ პრეზიდენტ რუზველტის ეპოქა და მეორე მსოფლიო ომი: ამ დროს იწყება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. არჩევნებში იყენებენ პიარ ტექნოლოგიებს.  დაიწყო სოციოლოგიური კვლევები.

ომის შემდგომი პერიოდი: 1945-1965 წლებში აშშ-ში დაიწყო პიარ სპეციალისტთა მომზადება. ტექნოლოგიურმა ბუმმა განაპირობა პიარის აქტიური გამოყენება. პიარი, როგორც პრაქტიკა, ვითარდება ბიზნესში, პოლიტიკაში. იქმნება საერთაშორისო პიარ ასოციაციები.

პიარ გლობალიზაცია: ინფორმაციის გლობალიზაციის ეპოქას, თვისობრივად სხვა ეტაპზე გადაჰყავს პიარ პრაქტიკა (დღევანდელობა).

პიარ პრაქტიკის ბიზნესში გამოყენება აშშ-ში დაიწყო, ხოლო სამთავრობო დონეზე, ჯერ კიდევ 1809 წელს, დიდ ბრიტანეთში გაჩნდნენ პრესმდივნები, რომლებიც მთავრობასა და საზოგადოებას შორის დიალოგს უზრუნველყოფდნენ.

პიარის მრავალი განსაზღვრება არსებობსამჯერადრამდენიმე   მათგანს წარმოგიდგენთ:

პიარი ეს არის მართვის ფუნქციარომელიც ქმნის და ინარჩუნებს   ურთიერთსასარგებლო ავშირებს ორგანიზაციასა და საზოგადოებას   შორისრომელზეც დამოკიდებულია ორგანიზაციის წარმატება;

კომუნიკაციის მართვა ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორისპიარი – ეს არის ინფორმაცია რეპუტაციის შესახებ, ანუ იგი რეზულტატია   იმისა,  რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ  და  რასაც  სხვები  ამბობენ  ჩვენს  შესახებ.

ამერიკის პიარ საზოგადოების განმარტებები:

პიარი:          

     ახორციელებს დაგეგმილ პროგრამასროგორც ორგანიზაციის მართვის  განუყოფელ ნაწილს;

  •  უზრუნველყოფს კავშირს ორგანიზაციასა და მის მიზნობრივ    ჯგუფებს შორის;
  • მონიტორინგს უწევს ორგანიზაციის ცნობადობის,  საზოგადოებრივი აზრისგანწყობებისა და ქცევების ერთობლი-ობას – როგორც ორგანიზაციის შიგნითასევე გარეთ;
  • ანალიზს უკეთებს იმ გადაწყვეტილებებისპროცედურებისა და   მოქმედებების ერთობლიობას,რომელსაც  გავლენა აქვს  მიზნობრივ ჯგუფებზე;
  • რეგულარულ კონსულტაციებს უწევს მენეჯმენტს ორგანიზაციასა   და მის ჯგუფებს შორის ურთიერთობებზე;
  • აყალიბებს და ინარჩუნებს ორმხრივ კომუნიკაციას ორგანიზაცი-ასა და საზოგადოებებს შორის;

უზრუნველყოფს გაზომვად ცვლილებებს ცნობადობაში, 

საზოგადოებრივ აზრში, განწყობებში და ქცევებში, ორგანიზაციის 

შიგნით თუ გარეთ

მეოცე საუკუნის ას ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის საპატიო ადგილი  ეკავა ზიგმუნდ ფროიდის დის შვილს ედვარდ ბერნეისს  მან ორი სიტყვა საზოგადება (Public) და ურთიერთობები (Relations) შეაერთა (Public Relations) და ჩამოაყალიბა საზოგადოებასთან ურთიერთობის თეორია და პრაქტიკა და ხელი შეუწყო მის განვითარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბერნეისმა თავისი საქმიანობა ჟურნალ–გაზეთებში სტატიების წერით დაიწყო. სულ მოკლე ხანში იგი ძალიან პოპულარული  და გავლენიანი ადამიანი გახდა. ამის  მიზეზი იყო ის, რომ მან ჩამოაყალიბა ტექნოლოგიები, რომელსაც ეფექტურად იყენებდა თავის საქმიანობაში. ეს ტექნოლოგიები ეფუძნებოდა ფსიქოლოგიასა და სხვა სოციალურ მეცნიერებებს.

ბერნეისი იყო პიონერი პიარ ინდუსტრიაში. მან დაწერა წიგნები: საზოგადოებრივი აზრისკრისტალიზაცია“, „პროპაგანდა“, 

თანხმობის ინჟინერინგი და პიარი“.  ბერნეისი ამბობდა: ჩვენ არ დავუშვებთრომ საზოგადოებაში მუშაობდეს ექიმირომელსაც არ   გააჩნია ცოდნა და ლიცენიასევე  საჭიროა ლიცენზირების შექმნა   პიარშირომელიც დაიცავს საზოგადოებას არაკვალიფიციური   პიარ სპეციალისტებისგან.“

პიარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიის დაგეგმვას, რომელიც გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი პიარში მოიცავს:

  • პრობლემის განსაზღვრას;
  • დაგეგმვა და პროგრამირებას;
  • მოქმედება & კომუნიკაციას;
  • პროგრამის შეფასებას.

პიარს ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც საზოგადოებრივი აზრის მმართველს. ნიშანდობლივია, რომ საზოგადოებრივი აზრი არასდროს ყოფილა ისეთი მძლავრი, ფრაგმენტირებული და მანიპულირებადი, როგორც დღეს.

საზოგადოებრივი აზრი, მუდამ არსებული, დინამიური ძალაა, რომელიც ასევე არის პიარ მისიის შემადგენელი ნაწილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ინტერპერსონალური ურთიერთობები და მედია კომუნიკაციები ხალხის იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო ინტერესის გარშემო.

ერთად ფიქრი“, ხშირად უკეთებს პროვოცირებას ერთად მოქმედებას“. საზოგადოებრივი აზრი არ არის აუცილებელი იყოს ლოგიკური; როგორც სპეციალისტები  ამბობენ ის ამორფული, წინააღმდეგობრივი და მერყევია. ყველა ტიპის ორგანიზაციები აუცილებლად უნდა მუშაობდნენ საზოგადოებრივ აზრთან, როგორც შიდა და გარე მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობის ნაწილი.

საზოგადოებრივ აზრს  ახასიათებს:მიმართულებაინტენსივობა/ძალასტაბილურობა,  საინფორმაციო    და სოციალური მხარდაჭერა.

პიარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამიზნე ჯგუფების მართებულად განსაზღვრას, რადგან მასზეა დამოკიდებული, დაგეგმილი და განხორციელებული კომუნიკაციის ეფექტურობა:

გრუნიგის მიხედვით, არის ოთხი ტიპის ჯგუფი:

1. უნივერსალური საზოგადოებრივი ჯგუფები (აქტიური ყველა საკითხებზე);

2.  აპათეური საზოგადოებრივი ჯგუფები (გულგრილები ყველა საკითხზე);

3.  სპეციალიზირებული საზოგადოებრივი ჯგუფები (ზოგ საკითხზე აქტიურები, ზოგზე ნაკლებად);

4.  კონიუნქტურული საზოგადოებრივი ჯგუფები (როდესაც მედიას ზედაპირზე გამოაქვს საკითხი და ავტომატურად მობილიზებას უკეთებს).

ყველა ჯგუფთან ურთიერთობებისას უნდა მოხდეს დადგენა, თუ რა ტიპს  განეკუთვნება კონკრეტული ჯგუფი, რის შემდეგადაც ხდება სპეციალური მესიჯების შემუშავება და მის გასავრცელებლად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენება.

პიარ პროფესიის ეთიკურ ნორმებს არეგულირებს საერთაშორისო პიარ ასოციაცია (IPRA), რომელიც დაარსდა 1955 წელს. ასოციაციის შექმნას საფუძველი დაუდო საზოგადოებასთან ურთიერთობის, როგორც მზარდი და მოთხოვნადი პროფესიის ჩამოყალიბებამ. IPRA –ს მიერ შექმნილი წესდება უკავშირდება პიარის ეთიკურ, მორალურ და სოციალური პასუხისმებლობის საკითხებს და არის პიარ პროფესიის  ძირითადი მარეგულირებელი.

საქართველოში პიარის გამოჩენა  90-იანი წლებიდან იწყება, როდესაც გაჩნდა მოთხოვნილება ბიზნესის დაწყებაზე და  ქვეყანამ ახალ სისტემაზე გადასვლა დაიწყო. 1993 წელს პირველად შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი ეწოდა. 1995 წელს გაიხსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პიარ სპეციალობის პირველი ფაკულტეტი. რამდენიმე ხნის შემდეგ შეიქმნა პიარ სააგენტოები, ხოლო მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო პიარის სპეციალობის სწავლება, გაიხსნა უამრავი პიარ კურსები.

ეკონომიკისა და ბიზნესის ზრდასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთად, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ აზრს, მოთხოვნადი გახდა პიარ სპეციალისტი, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში. პრესსამსახურები გადაკეთდა საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურად.

საქართველოში პიარი შეიძლება, დახასიათდეს, როგორც პროგრესირებადი  საქმიანობის სფერო, რომელიც საჭიროებს განვითარებასა და ხელშეწყობას. წლევანდელი მონაცემებით, ქართულ ბაზარზე ძირითადად რამდენიმე სპეციალიზირებული პიარ კომპანია მუშაობს. ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად დაიწყო საზოგადოებასთან ურთიერთობის, როგორც სტრუქტურული ერთეულის შექმნა და ჩამოყალიბება კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში.

პიარ სპეციალისტის მთავარი ამოცანაა ორგანიზაციისა და მისი პოლიტიკის, მომსახურებისა და პერსონალის სათანადო სტაბილური იმიჯის ფორმირება და შენარჩუნება, სხვადასხვა მხარეთა აზრის კვლევა, საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობაზე, პოლიტიკაზე, კადრებზე, პროდუქციასა და სხვა სიახლეებზე, ორგანიზაციის შიდა პიარ აქტივობების წარმოება. პიარ-განყოფილების საქმიანობის შესაძლო ჩამონათვალი მოიცავს შემდეგ მოვალეობებს: ორგანიზაციის სიახლეთა გავრცელება პრეს-რელიზების საშუალებით, ფოტოებისა და სტატიების მომზადება და განთავსება პრესაში, მედიის ინფორმაციული მომსახურებით უზრუნველყოფა, ღონისძიებათა ორგანიზება კომპანიის სახელით, ორმხრივი კავშირის უზრუნველყოფა ორგანიზაციასა და აუდიტორიას შორის და შედეგების შეფასება, შეესაბამებიან თუ არა ისინი დასახულ მიზნებს.

სხვადასხვა ორგანიზაციაში პიარ-განყოფილებები სხვადასხვა საკითხებს წყვეტენ, მათი ფუნქციებიც შესაბამისად განსხვავდება ერთმანეთისგან. საზოგადოების კეთილგანწყობა გვევლინება წინაპირობად თავისუფალი ბიზნესის არსებობისა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე განვითარებული ეკონომიკური სფერო საბანკო სექტორია. ბოლო წლებში მის სწრაფ განვითარებას უმთავრესად გაზრდილმა კონკურენციამ და უცხოური ინვესტიციების შემოსვლამ შეუწყო ხელი.

დამატებით შეიძლება ითქვას, რომ პიარი თავისი შინაარსით კომუნიკაციური დისციპლინაა, რომელიც ცდილობს, გადაწყვიტოს ესა თუ ის დავალება საკომუნიკაციო ნაკადებში ცვლილებების შეტანის მეშვეობით. ეს თანმიმდევრული ზემოქმედება ასე გამოიყურება:  ჯერ  შევიტანოთ ცვლილებები  კომუნიკაციურ წყაროებში, საიდანაც გამომდინარეობს ცვლილებები საზოგადოებრივ აზრში, რომელსაც მივყავართ ქცევის შეცვლასთან.

იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს და ჩვენმა კომუნიკაციამ მიაღწიოს მიზანს, უნდა შევასრულოთ გარკვეული პარამეტრები, ერთ-ერთი მათგანია: შეტყობინების მომზადებასამიზნე აუდიტორიის სწორად  არჩევა და მათ ენაზე საუბარი.

საზოგადოებასთან ეფექტური კონტაქტების დასამყარებლად საქართველოში მოთხოვნადი გახდა პიარსპეციალისტი, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში. ყოველივე ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ფრთიანი გამოთქმა: ოცდამეერთე საუკუნეში ვინც მართავს ინფორმაციას,მას აქვს   ძალაუფლება. ამიტომ პიარს დიდი როლი ენიჭება დღევანდელ საზოგადოებაში, რადგან ის გვევლინება ინფორმაციის მმართველად, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი ლექციის შინიაარსი და პათოსი.

ერთი სიტყვით, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს არის ნდობის, რეპუტაციისა  და ურთიერთგაგების დამკვიდრება, რომელიც სიმართლესა და მაქსიმალურ ინფორმირებას ეფუძნება.

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია  /

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s