მენეჯმენტი პიარში, როგორ შევადგინოთ პიარ გეგმა

Posted: October 9, 2011 in Uncategorized
  • მენეჯმენტი პიარში, როგორ შევადგინოთ პიარ გეგმა

             

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, განავითაროს კეთილგანწყობილი ურთიერთობა საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის. პიარი ასრულებს მთავარ როლს ბიზნეს გარემოში, რათა დამყარდეს სტაბილური ურთიერთკავშირი კომპანიასა და საზოგადოებას შორის. ასევე პიარის ფუნქციაა, გააუმჯობესოს საკომუნიკაციო არხები და აღმოაჩინოს მუდმივად ახალი გზები, რათა მოხდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. საზოგადოებასთან ურთიერთობა ეფექტურად ეხმარება კომპანიებს, მიიტანონ ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებლებამდე პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ…..

პიარის სისტემა ეხმარება ბიზნესს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. ასევე პიარი არის მედიატორი და კომუნიკატორი საზოგადოებასა და კომპანიას შორის. ეფექტურად დაგეგმილი პიარ კამპანია განაპირობებს ბიზნეს კომპანიის წარმატებას. ბიზნესისთვის ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომპლექსურობა: მარკეტინგი, პიარი, რეკლამა, პრომოუშენი – ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული სისტემაში და დროში განაწილებული    უზრუნველყოფს ბიზნეს კომპანიის წარმატებულ განვითარებას, უქმნის მას დადებით იმიჯსა და რეპუტაციას. დადებითი რეპუტაცია იწვევს საზოგადოების ნდობას, რაც აუცილებელი ფაქტორია კომპანიის სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობისთვის…..

საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარ) დისციპლინაა, რომელიც კონტროლს უწევს რეპუტაციას იმ მიზნით, რომ მოიპოვოს ნდობა, მხარდაჭერა და ზემოქმედება მოახდინოს ადამიანების აზრებსა და ქმედებებზე.  პიარი, თავისი არსით, რეპუტაციის მართვაზე, ინფორმაციის გავრცელებისა და აღქმის ორგანიზებაზე და დაინტერესებულ პირთა შორის წარმატებული ურთიერთობის დამყარებაზე ზრუნავს. ამდენად, ის შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც ძირითადი იარაღი კორპორაციული კომუნიკაციისა და რეპუტაციის მართვის არსენალში.

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი როლი

პიარი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს ბრენდის შექმნასა და განვითარებისთვის. ვინაიდან ბრენდი არ შეიძლება, მხოლოდ რეკლამასა და საქონლის გასაღების აქციებს დაეყრდნოს, რათა უზრუნველყოს სასურველი იმიჯის შექმნა…

საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ფუნქციები:

რატომ არის რეპუტაცია ასეთი მნიშვნელოვანი?

კორპორაციული რეპუტაციის ფაქტორები….

როგორ აღიდგინონ კომპანიებმა ნდობა

კომპანიებს შეუძლიათ, აღიდგინონ რეპუტაცია სხვადასხვა გზებით, მათ შორის ისეთი ტრადიციული პიარ სტრატეგიებით როგორებიცაა…

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

როგორ მოვამზადოთ პიარ გეგმა?

პიარი დაგეგმილი სტრატეგიაა, დაგეგმილი სტატეგიის გარეშე არ არსებობს პიარკამპანია. პიარში მნიშვნელოვანია, არსებობდეს გეგმა და განსაზღვრული იყოს ამ გეგმის განხორციელების გზები და ამოცანები. რა არის პიარ გეგმის შედგენის მიზანი, რისთვის გვჭირდება ის? როგორია მისი შექმნის ტექნოლოგია და ელემენტები და რა შედეგს მოიტანს?…

 პიარ გეგმის შემადგენელი ნაწილები

პიარ აუდიტი….

აუდიტის ანგარიშის აღწერა:

აუდიტორიები

პიარ გეგმის განხორციელების გზები და ამოცანები :

შედეგების შეფასება და გაზომვა /როგორ გავიგოთ, მივაღწიეთ თუ არა დასახულ შედეგს?/….

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ გამოიყენო პიარ გეგმა; როდის, რა ფორმით უნდა მომზადდეს პრეს კიტი, როდის შემოიფარგლო პრეს რელიზით ან ინფორმაციული წერილით….

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია  /

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s