ჩვენს შესახებ

სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია  „პერიტუს გრუპი“   და  პროექტის ავტორი ჟუჟუ იოსელიანი წარმოგიდგენთ  PR/საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის სასერთიფიკატო პროგრამას ონლაინ რეჟიმში. 

 სასწავლო მეთოდი აპრობირებულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მაღალი რეიტინგით სარგებლობს.  სალექციო მასალები მოცავს ევროპული უნივერსიტეტებისა და ბიზნეს სკოლების მიერ შემუშავებულ საუკეთესო პროგრამებს, მასალებსა და ტესტებს. სალექციო კურსს წარმოადგენენ ევროპული განათლება მიღებული და სერთიფიცირებული სპეციალისტები/ექსპერტები.  პროგრამა მორგებულია ადგილობრივ მოთხოვნებზე, რაც მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

ჩვენი მიზანია, მსმენელებს დროისა და მატერიალური რესურსის დაზოგვის ხარჯზე, შევთავაზოთ ცოდნის ეფექტურად შეძენა და ახალი უნარების გამომუშავება, რომელიც დაეხმარება პროფესიული და საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარებასა და სრულყოფაში.

რა საგნებში მიმდინარეობს სასერთიფიკატო პროგრამის კურსები ?

 https://nsspr.wordpress.com/ – PR / საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი

http://nssmenegment.wordpress.com/ – მენეჯმენტი

როგორ გავხდეთ კურსის მსმენელი ?

კურსის გავლის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ან CV გამოგზავნეთ მისამართზე:  E-mail: expresscourses.nss9@gmail.com

 როგორ მივიღებ მასალას ?

კურსის სრული მასალა მონაწილეებს თანმიმდევრულად მიეწოდებათ პერსონალურად   ელექტრონულ მისამართზე.

ბლოგზე  სრულად განთავსებულია მხოლოდ ერთი მასალა . შემდგომი ლექციები წარმოდგენილი იქნება ანოტაციის სახით. ლექციების სრული ვერსია  მიეწოდებათ მონაწილეებს პერსონალურად ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

 როგორ მივიღებ სერთიფიკატს ?

 კურსის ბოლოს გაიცემა ინგლისურენოვანი სერთიფიკატი და სასწავლო პროგრამის დანართი.

გამოცდები ჩატარდება ტესტირების საშუალებით. ტესტირება გათვალისწინებულია წარმოდგენილი სალექციო მასალების მიხედვით.

სასწავლო პროგრამის ბოლოს, ტესტირებამდე, ჩატარდება შემაჯამებელი ლექცია/ტრენინგი, რაც ითვალისწინებს მოწოდებული მასალების ანალიზსა და მიმოხილვას, კონსულტაციებს სასერთიფიკატო გამოცდებისთვის.

საგამოცდო ტესტირების ნამუშევრები შეფასდება 100 ქულიანი სისტემით. სერთიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ ნამუშევრებისთვის, რომელიც შეფასდება დადებითად (მიიღებს 71 ქულას და მეტს).

ლექციებს წარმოადგენს: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ პირმისაშვილი.

ელდარ პირმისაშვილი:

საზოგადოებასთან ურთიერთობისა  და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი – მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით საკომუნიკაციო სფეროში; ფლობს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს; სწავლობდა ევროპის  სხვადასხვა უნივერსიტეტებში-(ბარსელონა, ტურინი, ბუქარესტი), კონსულტაციას უწევდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა:  `კოკა-კოლა“, ,,გუდვილი“, ,,იოლი ჯგუფი“, UNDP, USAID, UNICEF, Johnson & Johnson და ა.შ; კითხულობს ლექციებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში (კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) და ტრენინგ ცენტრებში; ევროპული PR-ასოციაცია PRIME EUROPE-ის წარმომადგენელი საქართველოში და PR დღეების ორგანიზატორი;  რამდენიმე ღია ლექციისა და 9 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

პროექტის ავტორი ჟუჟუ იოსელიანი:

მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით  საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიისა და საკომუნიკაციო სფეროში. მუშაობდა: რეგიონული ტელევიზიის გენერალურ დირექტორად; სახელმწიფო და ბიზნეს კომპანიებში PR და მარკეტინგის სამსახურის უფროსად, მენეჯერად, ექსპერტ – კონსულტანტად, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. ეწევა კერძო პრაქტიკას PR და საკომუნიკაციო სფეროში.

————————————————————————————————————————————-

© ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს ელდარ პირმისაშვილის  ( პერიტუს გრუპის ) ინტელექტუალურ საკუთრებას. ამ ბლოგზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება ნებადართულია მხოლოდ ავტორტან შეთახმებით, როგორც საინფორმაციო წყაროდ მითითების შემთხვევაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s