კურსდამთავრებულები

რას ამბობენ კურსდამთვრებულები ჩვენს შესახებ:

,,აქ იყო სასიამოვნო გარემო, არაჩვეულებრივად სიმპატიური და კომუნიკაბელური ხალხი, დიდი მადლობა ასეთი სასარგებლო პროექტისთვის. შემდგომშიც ვაპირებ, გავაგრძელო თქვენთან სწავლა”.

                                                    / ნათია გიორგაძე /

————————————————————————————————————

,,მე ვარ ნინო მეტერეველი. ამ პროექტის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე და, მინდა გითხრათ, რომ თავიდანვე დამაინტერესა. ასეთი ტიპის პროექტში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა. ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ ლექციების მიწოდება ხდებოდა ონლაინ რეჟიმით, რამაც დროის ეკონომიის საშუალება მომცა. სალექციო პროგრამა იყო უაღრესად საინტერესო, თანამედროვე სიახლეები და ტენდენციები და არა ძველი წყაროებიდან ამოკრეფილი.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარემო იყო საუკეთესო. ვიმედოვნებ, რომ თქვენთან კიდევ მექნება ურთიერთობა და აუცილებლად ჩავერთვები კვლავ მსგავსი ტიპის პროგრამებში”.

                                                   / ნინო მეტრეველი /

                                                                —————————————————————————————————————-

,,მომეწონა ინფორმაცია, რომელიც ვნახე თქვენს განცხადებაში. საინტერესო იყო და ახალი, რამაც გადამაწყვეტინა ამ კურსის გავლა. დროის დაზოგვა და ლექციების ათვისება, სახლში ჩემთვის თავისუფალ დროს ძალიან მოსახერხებელი იყო. დამხვდა ძალიან სასიამოვნო გარემო, ყურადღებიანი და დაინტერესებული ადამიანები”.

                                                       /ნია ნინიკაშვილი /

                                                                     ————————————————————————————————————-

,,მინდა გითხრათ, აქ შემოსვლისთანავე ვიგრძენი კეთილგანწყობა, სასიამოვნო გარემოა. სწავლების კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთი შეხედვიდაც ჩანს რომ პროფესიონალების მიერ არის შედგენილი. იმედი მაქვს, მომავალშიც გააგრძელებენ ასეთი სასარგებლო საქმის კეთებას.  მინდა წარმატებები ვუსურვო ,,პერიტუს გრუპსდა პროექტს”.

                                                     /გვანცა შანავა/

                                                                    ————————————————————————————————————–

,,მიხარია, რომ საქართველოში ინერგება ასეთი ტიპის სწავლება.  ამგვარი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანების ცოდნის ამაღლებას, დროის ეკონომიის ხარჯზე.  კმაყოფილი ვარ თქვენთან ურთიერთობით. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო პროექტისთვის”.

                                  / პატივისცემით ნინო გვერდწითელი/

                                                              —————————————————————————————————————–

,,ძალიან კმაყოფილი ვარპიარ მენეჯემენტის კურსით. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება დაინერგოს საქართველოში. ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ასაკი, გამოცდილება და ინტელექტი ისურვებდა ახალი ცოდნის შეძენას, თანამედროვე ტენდენციების გაცნობას.

გმადლობთ, რომ  მომეცით ასეთი საშუალება. სალექციო მასალები სერიოზული და ძალიან ხარისხიანია”.

                                                      /მაია ნიკოლეიშვილი/

                                                                     ———————————————————————————————————-

,,მე ვარ თეონა მჭედლიშვილი. დაინტერესებული ვარ პიარ სფეროს შესწავლით. ახლახანს გავიარე GIPAში საზოგადოებრივი ურთიერთობისა და კომუნიკაციის მოკლე კურსი. ამ პროგრამით მინდოდა, უფრო მეტად გავრკვეულიყავი აღნიშნულ სფეროში. რაც შეეხება ამ პროექტს, ჩემი ლექტორის ბატონი ელდარის მეშვეობით ინტერნეტში მივაგენი და ძალიან მომეწონა პროექტის იდეა. რაც მთავარია, საშუალება მომეცა, დამეზოგა ლექციებისთვის განკუთვნილი დრო და თავისუფალ რეჟიმში გავცნობოდი სალექციო კურსს”.

          /დიდი მადლობა /

———————————————————————————————————————————————

,,მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო სასერთიფიკატო  პროექტის შემოთავაზებისთვის. სასარგებლო და მოსახერხებელია სწავლების ასეთი ფორმატი. სასიამოვნო განწყობა შემექმნა და სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო შემდეგ პროგრამებშიც. გისურვებთ წარმატებებს”.

                                                    / სოფო ჩაფიძე /

————————————————————————————————————————————————-

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s