დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/nssgroup.ge?ref=hl

Aside  —  Posted: August 23, 2013 in Uncategorized

Posted: October 9, 2011 in Uncategorized

                     იხილეთ /რეგისტრაცია/

რა არის პიარი, ისტორია, განსაზღვრებები, პიარის ფუნქციები და მოვალეობები

სიტყვა პიარი საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა.საინტერესოა, რა  იმალება ამიდუმალი სიტყვის მიღმა, რა არის ზოგადად პიარი, როგორ  ვითარდება  ის,  რაში  ეხმარება  იგი პიროვნებასა  თუ ორგანიზაციას,  როგორია  მისი  განვითარება.  რა  მოეთხოვებათ  პიარსპეციალისტებს  და  როგორი  უნდა იყვნენ ისინი? პირველი ლექცია სწორედ ამ და სხვა საკითხებს დაეთმობა.

ბიზნესის კეთება მჭიდროდაა  დაკავშირებული საზოგადოებასთან, რომელიც,  თავის    მხრივ,  იყოფა  მომხმარებლებად.  ბიზნეს  კომპანიას  შეიძლება, ჰყავდეს  თანამშრომლები,    ჰქონდეს  კაპიტალი,   მაგრამ  წარმატებული  არ  იქნება,  თუ არ გაიგო ამ ბიზნესის შესახებ  საზოგადოებამ  და  არ  გახდა  მისი  მომხმარებელი.

საზოგადოებრივი ურთიერთობები, ანუ პიარი კომუნიკაციური დისციპლინაა. მისი მთავარი ამოცანაა კომუნიკაციების მენეჯმენტის განხორციელება. პიარი კომუნიკაციის გარეშე და პირიქით, სავსებით წარმოუდგენელი შემთხვევაა. თუმცა, კომუნიკაციები თავის თავში  საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სახეობებსა  და ნორმებს მოიცავს.

ძნელი სათქმელია,  როდის და რომელ ქვეყანაში დაიბადა პიარი,  ან ვინ იყო მისი დამაარსებელი.  აქსიომაა: ხალხს საზოგადოებაში რომ ეცხოვრა, უნდა მიეღწია ურთიერთთანხმობისთვის. ამისთვის კი ისინი კომუნიკაციას იყენებდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ შეიძლება ხალხის დარწმუნება და მათზე გავლენის მოხდენა. ძეგლები, პირამიდები, ფერწერა და სხვა,  საუკეთესო მაგალითებია მმართველების გაღმერთებისა.

უდიდესი მოაზროვნე არისტოტელე თვლიდა, რომ ხალხის დარწმუნება მაშინ შეიძლება, როცა მათ შენდამი სიმპათიით განაწყობ. ბრწყინვალე ორატორი ციცერონი კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას  ფსიქოლოგიის, საზოგადოების ინტერესებისა და, საერთოდ, ხალხის გემოვნების შესწავლას ანიჭებდა.

პიარი აშშ-ში მე-19-20 საუკუნის მიჯნაზე დამკვიდრდა, როდესაც ბიზნესი განვითარდა და აუცილებელი გახდა მომხმარებელზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება (ასევე საზოგადოების ნდობის მოპოვება, ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა). ბიზნესის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შექმნილიყო მართვის ახალი სისტემა, რომელიც გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივ აზრზე. ამ პერიოდისთვის მათთვის მნიშვნელოვანი გახდა არა მარტო პროდუქციის გამოშვება და გაყიდვა,  არამედ მომხმარებლის მოთხოვნილებებზე  ზრუნვა და დადებითი იმიჯის შექმნა.

ცოტა რამ პიარის ისტორიიდან:

1900-1917 წლებში, აშშ-ში ბიზნეს კომპანიებმა დაიწყეს საკუთარი ბიზნესის დაცვა, როგორც ჟურნალისტთა უხეში შემოტევებისგან, ასევე სახელმწიფო რეგულირებების თვალსაზრისით. ამ დროს, კომპანიები ცდილობდნენ, საკუთარი მხარის წარმოჩენას და კონტრშეტევებს ახორციელებდნენ სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

ერთი მიმართულების კომუნიკაციამ დაიწყო დომინირება, როდესაც აშშ ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში. ამ დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ვუდრო ვილსონმა შექმნა საზოგადოებრივი ინფორმაციის კომიტეტი, რომელსაც ჯორჯ კრილი ხელმძღვანელობდა. იგი დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა პროპაგანდისტებით. კომიტეტის მიზანი იყო, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მსოფლიო ომის  მხარდასაჭერად (ზეგავლენის მოხდენა სხვებზე – პროპაგანდა, ცალმხრივი კომუნიკაცია).

20-იანი წლების აშშის ეკონომიკური ბუმი: მიზანი – პროდუქციის ბაზარზე გასაღება და კონკურენცია.

აშშ პრეზიდენტ რუზველტის ეპოქა და მეორე მსოფლიო ომი: ამ დროს იწყება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. არჩევნებში იყენებენ პიარ ტექნოლოგიებს.  დაიწყო სოციოლოგიური კვლევები.

ომის შემდგომი პერიოდი: 1945-1965 წლებში აშშ-ში დაიწყო პიარ სპეციალისტთა მომზადება. ტექნოლოგიურმა ბუმმა განაპირობა პიარის აქტიური გამოყენება. პიარი, როგორც პრაქტიკა, ვითარდება ბიზნესში, პოლიტიკაში. იქმნება საერთაშორისო პიარ ასოციაციები.

პიარ გლობალიზაცია: ინფორმაციის გლობალიზაციის ეპოქას, თვისობრივად სხვა ეტაპზე გადაჰყავს პიარ პრაქტიკა (დღევანდელობა).

პიარ პრაქტიკის ბიზნესში გამოყენება აშშ-ში დაიწყო, ხოლო სამთავრობო დონეზე, ჯერ კიდევ 1809 წელს, დიდ ბრიტანეთში გაჩნდნენ პრესმდივნები, რომლებიც მთავრობასა და საზოგადოებას შორის დიალოგს უზრუნველყოფდნენ.

პიარის მრავალი განსაზღვრება არსებობსამჯერადრამდენიმე   მათგანს წარმოგიდგენთ:

პიარი ეს არის მართვის ფუნქციარომელიც ქმნის და ინარჩუნებს   ურთიერთსასარგებლო ავშირებს ორგანიზაციასა და საზოგადოებას   შორისრომელზეც დამოკიდებულია ორგანიზაციის წარმატება;

კომუნიკაციის მართვა ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორისპიარი – ეს არის ინფორმაცია რეპუტაციის შესახებ, ანუ იგი რეზულტატია   იმისა,  რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ  და  რასაც  სხვები  ამბობენ  ჩვენს  შესახებ.

ამერიკის პიარ საზოგადოების განმარტებები:

პიარი:          

     ახორციელებს დაგეგმილ პროგრამასროგორც ორგანიზაციის მართვის  განუყოფელ ნაწილს;

  •  უზრუნველყოფს კავშირს ორგანიზაციასა და მის მიზნობრივ    ჯგუფებს შორის;
  • მონიტორინგს უწევს ორგანიზაციის ცნობადობის,  საზოგადოებრივი აზრისგანწყობებისა და ქცევების ერთობლი-ობას – როგორც ორგანიზაციის შიგნითასევე გარეთ;
  • ანალიზს უკეთებს იმ გადაწყვეტილებებისპროცედურებისა და   მოქმედებების ერთობლიობას,რომელსაც  გავლენა აქვს  მიზნობრივ ჯგუფებზე;
  • რეგულარულ კონსულტაციებს უწევს მენეჯმენტს ორგანიზაციასა   და მის ჯგუფებს შორის ურთიერთობებზე;
  • აყალიბებს და ინარჩუნებს ორმხრივ კომუნიკაციას ორგანიზაცი-ასა და საზოგადოებებს შორის;

უზრუნველყოფს გაზომვად ცვლილებებს ცნობადობაში, 

საზოგადოებრივ აზრში, განწყობებში და ქცევებში, ორგანიზაციის 

შიგნით თუ გარეთ

მეოცე საუკუნის ას ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის საპატიო ადგილი  ეკავა ზიგმუნდ ფროიდის დის შვილს ედვარდ ბერნეისს  მან ორი სიტყვა საზოგადება (Public) და ურთიერთობები (Relations) შეაერთა (Public Relations) და ჩამოაყალიბა საზოგადოებასთან ურთიერთობის თეორია და პრაქტიკა და ხელი შეუწყო მის განვითარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბერნეისმა თავისი საქმიანობა ჟურნალ–გაზეთებში სტატიების წერით დაიწყო. სულ მოკლე ხანში იგი ძალიან პოპულარული  და გავლენიანი ადამიანი გახდა. ამის  მიზეზი იყო ის, რომ მან ჩამოაყალიბა ტექნოლოგიები, რომელსაც ეფექტურად იყენებდა თავის საქმიანობაში. ეს ტექნოლოგიები ეფუძნებოდა ფსიქოლოგიასა და სხვა სოციალურ მეცნიერებებს.

ბერნეისი იყო პიონერი პიარ ინდუსტრიაში. მან დაწერა წიგნები: საზოგადოებრივი აზრისკრისტალიზაცია“, „პროპაგანდა“, 

თანხმობის ინჟინერინგი და პიარი“.  ბერნეისი ამბობდა: ჩვენ არ დავუშვებთრომ საზოგადოებაში მუშაობდეს ექიმირომელსაც არ   გააჩნია ცოდნა და ლიცენიასევე  საჭიროა ლიცენზირების შექმნა   პიარშირომელიც დაიცავს საზოგადოებას არაკვალიფიციური   პიარ სპეციალისტებისგან.“

პიარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიის დაგეგმვას, რომელიც გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი პიარში მოიცავს:

  • პრობლემის განსაზღვრას;
  • დაგეგმვა და პროგრამირებას;
  • მოქმედება & კომუნიკაციას;
  • პროგრამის შეფასებას.

პიარს ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც საზოგადოებრივი აზრის მმართველს. ნიშანდობლივია, რომ საზოგადოებრივი აზრი არასდროს ყოფილა ისეთი მძლავრი, ფრაგმენტირებული და მანიპულირებადი, როგორც დღეს.

საზოგადოებრივი აზრი, მუდამ არსებული, დინამიური ძალაა, რომელიც ასევე არის პიარ მისიის შემადგენელი ნაწილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ინტერპერსონალური ურთიერთობები და მედია კომუნიკაციები ხალხის იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო ინტერესის გარშემო.

ერთად ფიქრი“, ხშირად უკეთებს პროვოცირებას ერთად მოქმედებას“. საზოგადოებრივი აზრი არ არის აუცილებელი იყოს ლოგიკური; როგორც სპეციალისტები  ამბობენ ის ამორფული, წინააღმდეგობრივი და მერყევია. ყველა ტიპის ორგანიზაციები აუცილებლად უნდა მუშაობდნენ საზოგადოებრივ აზრთან, როგორც შიდა და გარე მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობის ნაწილი.

საზოგადოებრივ აზრს  ახასიათებს:მიმართულებაინტენსივობა/ძალასტაბილურობა,  საინფორმაციო    და სოციალური მხარდაჭერა.

პიარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამიზნე ჯგუფების მართებულად განსაზღვრას, რადგან მასზეა დამოკიდებული, დაგეგმილი და განხორციელებული კომუნიკაციის ეფექტურობა:

გრუნიგის მიხედვით, არის ოთხი ტიპის ჯგუფი:

1. უნივერსალური საზოგადოებრივი ჯგუფები (აქტიური ყველა საკითხებზე);

2.  აპათეური საზოგადოებრივი ჯგუფები (გულგრილები ყველა საკითხზე);

3.  სპეციალიზირებული საზოგადოებრივი ჯგუფები (ზოგ საკითხზე აქტიურები, ზოგზე ნაკლებად);

4.  კონიუნქტურული საზოგადოებრივი ჯგუფები (როდესაც მედიას ზედაპირზე გამოაქვს საკითხი და ავტომატურად მობილიზებას უკეთებს).

ყველა ჯგუფთან ურთიერთობებისას უნდა მოხდეს დადგენა, თუ რა ტიპს  განეკუთვნება კონკრეტული ჯგუფი, რის შემდეგადაც ხდება სპეციალური მესიჯების შემუშავება და მის გასავრცელებლად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენება.

პიარ პროფესიის ეთიკურ ნორმებს არეგულირებს საერთაშორისო პიარ ასოციაცია (IPRA), რომელიც დაარსდა 1955 წელს. ასოციაციის შექმნას საფუძველი დაუდო საზოგადოებასთან ურთიერთობის, როგორც მზარდი და მოთხოვნადი პროფესიის ჩამოყალიბებამ. IPRA –ს მიერ შექმნილი წესდება უკავშირდება პიარის ეთიკურ, მორალურ და სოციალური პასუხისმებლობის საკითხებს და არის პიარ პროფესიის  ძირითადი მარეგულირებელი.

საქართველოში პიარის გამოჩენა  90-იანი წლებიდან იწყება, როდესაც გაჩნდა მოთხოვნილება ბიზნესის დაწყებაზე და  ქვეყანამ ახალ სისტემაზე გადასვლა დაიწყო. 1993 წელს პირველად შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი ეწოდა. 1995 წელს გაიხსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პიარ სპეციალობის პირველი ფაკულტეტი. რამდენიმე ხნის შემდეგ შეიქმნა პიარ სააგენტოები, ხოლო მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო პიარის სპეციალობის სწავლება, გაიხსნა უამრავი პიარ კურსები.

ეკონომიკისა და ბიზნესის ზრდასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთად, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ აზრს, მოთხოვნადი გახდა პიარ სპეციალისტი, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში. პრესსამსახურები გადაკეთდა საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურად.

საქართველოში პიარი შეიძლება, დახასიათდეს, როგორც პროგრესირებადი  საქმიანობის სფერო, რომელიც საჭიროებს განვითარებასა და ხელშეწყობას. წლევანდელი მონაცემებით, ქართულ ბაზარზე ძირითადად რამდენიმე სპეციალიზირებული პიარ კომპანია მუშაობს. ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად დაიწყო საზოგადოებასთან ურთიერთობის, როგორც სტრუქტურული ერთეულის შექმნა და ჩამოყალიბება კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში.

პიარ სპეციალისტის მთავარი ამოცანაა ორგანიზაციისა და მისი პოლიტიკის, მომსახურებისა და პერსონალის სათანადო სტაბილური იმიჯის ფორმირება და შენარჩუნება, სხვადასხვა მხარეთა აზრის კვლევა, საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობაზე, პოლიტიკაზე, კადრებზე, პროდუქციასა და სხვა სიახლეებზე, ორგანიზაციის შიდა პიარ აქტივობების წარმოება. პიარ-განყოფილების საქმიანობის შესაძლო ჩამონათვალი მოიცავს შემდეგ მოვალეობებს: ორგანიზაციის სიახლეთა გავრცელება პრეს-რელიზების საშუალებით, ფოტოებისა და სტატიების მომზადება და განთავსება პრესაში, მედიის ინფორმაციული მომსახურებით უზრუნველყოფა, ღონისძიებათა ორგანიზება კომპანიის სახელით, ორმხრივი კავშირის უზრუნველყოფა ორგანიზაციასა და აუდიტორიას შორის და შედეგების შეფასება, შეესაბამებიან თუ არა ისინი დასახულ მიზნებს.

სხვადასხვა ორგანიზაციაში პიარ-განყოფილებები სხვადასხვა საკითხებს წყვეტენ, მათი ფუნქციებიც შესაბამისად განსხვავდება ერთმანეთისგან. საზოგადოების კეთილგანწყობა გვევლინება წინაპირობად თავისუფალი ბიზნესის არსებობისა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე განვითარებული ეკონომიკური სფერო საბანკო სექტორია. ბოლო წლებში მის სწრაფ განვითარებას უმთავრესად გაზრდილმა კონკურენციამ და უცხოური ინვესტიციების შემოსვლამ შეუწყო ხელი.

დამატებით შეიძლება ითქვას, რომ პიარი თავისი შინაარსით კომუნიკაციური დისციპლინაა, რომელიც ცდილობს, გადაწყვიტოს ესა თუ ის დავალება საკომუნიკაციო ნაკადებში ცვლილებების შეტანის მეშვეობით. ეს თანმიმდევრული ზემოქმედება ასე გამოიყურება:  ჯერ  შევიტანოთ ცვლილებები  კომუნიკაციურ წყაროებში, საიდანაც გამომდინარეობს ცვლილებები საზოგადოებრივ აზრში, რომელსაც მივყავართ ქცევის შეცვლასთან.

იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს და ჩვენმა კომუნიკაციამ მიაღწიოს მიზანს, უნდა შევასრულოთ გარკვეული პარამეტრები, ერთ-ერთი მათგანია: შეტყობინების მომზადებასამიზნე აუდიტორიის სწორად  არჩევა და მათ ენაზე საუბარი.

საზოგადოებასთან ეფექტური კონტაქტების დასამყარებლად საქართველოში მოთხოვნადი გახდა პიარსპეციალისტი, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში. ყოველივე ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ფრთიანი გამოთქმა: ოცდამეერთე საუკუნეში ვინც მართავს ინფორმაციას,მას აქვს   ძალაუფლება. ამიტომ პიარს დიდი როლი ენიჭება დღევანდელ საზოგადოებაში, რადგან ის გვევლინება ინფორმაციის მმართველად, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი ლექციის შინიაარსი და პათოსი.

ერთი სიტყვით, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს არის ნდობის, რეპუტაციისა  და ურთიერთგაგების დამკვიდრება, რომელიც სიმართლესა და მაქსიმალურ ინფორმირებას ეფუძნება.

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია  /

  • პიარ-სპეციალისტები, ეთიკა და პროპაგანდა

ჯონ როკფელერი ამბობდა:

“კომუნიკაციების ცოდნა არის უნარი, რომელიც

შეიძლება გაიყიდოს, როგორც ჩაი ან ყავა,

   მე მასში გადავიხდიდი უფრო მეტ ფულს,

 ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ პროდუქტში”

საზოგადოების კეთილგანწყობა გვევლინება წინაპირობად თავისუფალი ბიზნესის არსებობისა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

XXI საუკუნე ინფორმაციული საუკუნეა. საზოგადოების ინფორმირებას დემოკრატიული მმართველობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, გამჭვირვალობა და მომხმარებელზე ზრუნვა – ეს თანამედროვე საზოგადოებრივი ურთიერთობების აუცილებელი პირობაა. ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან, ამყარებენ კონტაქტებს, ქმნიან ჯგუფებს, სახელისუფლებო და ბიზნეს სტრუქტურები ატარებენ თავიანთ კურსს, მაგრამ მათი საქმიანობა ვერ იქნება ეფექტური საზოგადოებრივი ურთიერთობების (პიარის) სტრატეგიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის გარეშე….

კომუნიკაცია მიზნად ისახავს აზრებისა და ინფორმაციის  გაცვლას ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. მისი მიზნები

რა არის ეფექტური კომუნიკაცია?

კომუნიკაცი  ეტაპები...

 კომუნიკაციის პირდაპირი და ირიბი ფორმები...    

კომუნიკაციის ამერიკელი სპეციალისტები გვთავაზობენ ოპტიმალური კომუნიკაციის ათ პრინციპს

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

საკვლევი (მოსაგროვებელი) ინფორმაციის  შიდა  და გარე ფაქტორები  

იარ სპეციალისტები კომპანიის მიზნების უკეთ შესასწავლად და სიტუაციური ანალიზის მოსამზადებლად  იყენებენ  კვლევის ისეთ  მეთოდებს, რომელსაც  SWOT  და PEST ანალიზები ეწოდებათ

რა თვისებები მოეთხოვება პიარ სპეციალისტს? 

პრაქტიკული  პიარის ერთერთმა ფუძემდებელმა, ედუარდ ბერნეიზმა ჩამოაყალიბა პიარ სპეციალისტისთვის აუცილებელი პირადი თვისებები

                                                                                  /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

პიარ საქმიანობის განხორციელების ტიპიური მოდელი

პიარ პრაქტიკული საქმიანობა შეიძლება, დაიყოს სამ ძირითად მიმართულებად:

1.  კეთილგანწყობის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა

2.  ზრუნვა რეპუტაციის შესანარჩუნებლად

3.  შიდაორგანიზაციული ურთიერთკავშირი                                                                   

პიარის ტიპიური საქმიანობის განხორციელება შეიძლება, დაიყოს ოთხ განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულ ნაწილად

ხანდახან, ამ ნაწილებს ეძახიან რეის სისტემას. (“რეისმომდინარეობს ინგლისური სიტყვა RACE: Research კვლევა,  Actionმოქმედება, Communicationურთიერთობა, Evaluation შეფასება).

პიარ  განყოფილება, როგორც ორგანიზაციული ერთეულის სტრუქტურა და მისი ამოცანები

კომპანიის/ორგანიზაციის პიარ პროგრამის/სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება

პიარ  განყოფილების საქმიანობა…

                                                                                 /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

პიარის  ეთიკა…

პიარ პრაქტიკის პიონერები:  აივი ლი და ჯონ ჰილი ამტკიცებდნენ, რომ პიარ საქმიანობა უნდა იყოს ორგანიზაციის ერთგვარი “ეთიკური სინდისი”….

ხუთი პოზიტივი, რაც თან ახლავს პიარ პრაქტიკას სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით

სამი ნეგატივი, რაც თან ახლავს პიარ პრაქტიკას სოციალური უპასუხისმგებლობის თვალსაზრისით

ლიცენზირება

•     ედვარდ ბერნეიზი იყო პირველი, რომელმაც დააყენა საკითხი პიარ პრაქტიკოსების ლიცენზირების თაობაზე, რომ ამ დარგში არ ყოფილიყვნენ შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები.  ის თვლიდა, რომ დაუშვებელია ასეთი რამ, რადგან შედეგი  დაზარალებული საზოგადოებაა….

•     აშშ-ში, ეთიკის ძირითადი კოდექსი Public Relations Society of America-ს მიერ მიღებული იქნა 1954 წელს, რომელმაც განიცადა ცვლილებები 1959, 1963, 1977, 1983, 1988 და 2000 წლებში. ამ ორგანიზაციის წევრები ვალდებულები არიან, დაიცვან ეს კოდექსი და საკუთარი საქმინობა წარმართონ მისი პრინციპებიდან გამომდინარე. მისი დარღვევა არის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საბაბი….

                                                                                 /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია  /

  • მენეჯმენტი პიარში, როგორ შევადგინოთ პიარ გეგმა

             

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, განავითაროს კეთილგანწყობილი ურთიერთობა საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის. პიარი ასრულებს მთავარ როლს ბიზნეს გარემოში, რათა დამყარდეს სტაბილური ურთიერთკავშირი კომპანიასა და საზოგადოებას შორის. ასევე პიარის ფუნქციაა, გააუმჯობესოს საკომუნიკაციო არხები და აღმოაჩინოს მუდმივად ახალი გზები, რათა მოხდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. საზოგადოებასთან ურთიერთობა ეფექტურად ეხმარება კომპანიებს, მიიტანონ ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებლებამდე პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ…..

პიარის სისტემა ეხმარება ბიზნესს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. ასევე პიარი არის მედიატორი და კომუნიკატორი საზოგადოებასა და კომპანიას შორის. ეფექტურად დაგეგმილი პიარ კამპანია განაპირობებს ბიზნეს კომპანიის წარმატებას. ბიზნესისთვის ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომპლექსურობა: მარკეტინგი, პიარი, რეკლამა, პრომოუშენი – ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული სისტემაში და დროში განაწილებული    უზრუნველყოფს ბიზნეს კომპანიის წარმატებულ განვითარებას, უქმნის მას დადებით იმიჯსა და რეპუტაციას. დადებითი რეპუტაცია იწვევს საზოგადოების ნდობას, რაც აუცილებელი ფაქტორია კომპანიის სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობისთვის…..

საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარ) დისციპლინაა, რომელიც კონტროლს უწევს რეპუტაციას იმ მიზნით, რომ მოიპოვოს ნდობა, მხარდაჭერა და ზემოქმედება მოახდინოს ადამიანების აზრებსა და ქმედებებზე.  პიარი, თავისი არსით, რეპუტაციის მართვაზე, ინფორმაციის გავრცელებისა და აღქმის ორგანიზებაზე და დაინტერესებულ პირთა შორის წარმატებული ურთიერთობის დამყარებაზე ზრუნავს. ამდენად, ის შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც ძირითადი იარაღი კორპორაციული კომუნიკაციისა და რეპუტაციის მართვის არსენალში.

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი როლი

პიარი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს ბრენდის შექმნასა და განვითარებისთვის. ვინაიდან ბრენდი არ შეიძლება, მხოლოდ რეკლამასა და საქონლის გასაღების აქციებს დაეყრდნოს, რათა უზრუნველყოს სასურველი იმიჯის შექმნა…

საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ფუნქციები:

რატომ არის რეპუტაცია ასეთი მნიშვნელოვანი?

კორპორაციული რეპუტაციის ფაქტორები….

როგორ აღიდგინონ კომპანიებმა ნდობა

კომპანიებს შეუძლიათ, აღიდგინონ რეპუტაცია სხვადასხვა გზებით, მათ შორის ისეთი ტრადიციული პიარ სტრატეგიებით როგორებიცაა…

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

როგორ მოვამზადოთ პიარ გეგმა?

პიარი დაგეგმილი სტრატეგიაა, დაგეგმილი სტატეგიის გარეშე არ არსებობს პიარკამპანია. პიარში მნიშვნელოვანია, არსებობდეს გეგმა და განსაზღვრული იყოს ამ გეგმის განხორციელების გზები და ამოცანები. რა არის პიარ გეგმის შედგენის მიზანი, რისთვის გვჭირდება ის? როგორია მისი შექმნის ტექნოლოგია და ელემენტები და რა შედეგს მოიტანს?…

 პიარ გეგმის შემადგენელი ნაწილები

პიარ აუდიტი….

აუდიტის ანგარიშის აღწერა:

აუდიტორიები

პიარ გეგმის განხორციელების გზები და ამოცანები :

შედეგების შეფასება და გაზომვა /როგორ გავიგოთ, მივაღწიეთ თუ არა დასახულ შედეგს?/….

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ გამოიყენო პიარ გეგმა; როდის, რა ფორმით უნდა მომზადდეს პრეს კიტი, როდის შემოიფარგლო პრეს რელიზით ან ინფორმაციული წერილით….

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია  /

  • პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა

რატომ არის პიარში კამპანიები მნიშვნელოვანი? ხშირ შემთხვევაში, თუ პიარი არ არის რეგულარული და თანმიმდევრული, მას არ აქვს ეფექტი. მხოლოდ ერთი ღონისძიება ვერ გვაძლევს სასურველ შედეგს, ხოლო კამპანია თავისი მოქნილობით ზუსტად ამ ეფექტზეა ორიენტირებული…..

განვიხილოთ პიარ კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.

რა არის პიარ კამპანია?

პიარ კამპანია არის – მაკოორდინირებელი, მიზანმიმართული, ხანგრძლივი ღონისძიება, შემუშავებული კონკრეტული მიზნის მისაღწევად ან ურთიერთდამოკიდებული მიზნების განხორცილებისთვის……

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

კამპანიის მოდელები:

კამპანიის თითოეული ტიპი ცდილობს, მოტივაცია შეუქმნას საზოგადოებისა და კონკრეტული სამიზნე ჯგუფების ქცევის სხვადასხვა ნორმას….

განვიხილოთ პიარ კამპანიის სახეები…..

რომ გავიგოთ პიარ კამპანიის ციკლი, აუცილებელია, განვიხილოთ  პიარ კამპანიის შემადგენელი კომპონენტები…..

ამოცანები და განხორციელების გზები, რომელიც განსაზღვრავს კამპანიის დაგეგმვისა და რეალიზების შედეგს……

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/                                                          

პიარ კამპანიის მიზანზეა დამოკიდებული მისი წარმატება, რადგან მიზანი არის ჩვენი კამპანიის მამოძრავებელი ძალა, რომელიც გვიჩვენებს კამპანიის გეზს. ამერიკელი პიარ სპეციალიტები გვთვაზობენ, პიარ კამპანიის მიზნების ჩამოსაყალიბლებად, რამდენიმე წესს და რჩევას…..

ინგლისელი სპეციალისტები გვთავაზობენ, გამოვყოთ წარმატებული კამპანიის

5 ძირითადი პრინციპი…

                                                                         /განვიხილავთ ლექციის სრულ ვერსიაში/

კამპანიის/პროექტის რეალიზაცია მოითხოვს ტაქტიკისა და სტრატეგიის შეწყობას, ასევე გრაფიკისა და ბიუჯეტის დაცვას, საზოგადოების ინფორმირებას და პრობლემის პოზიტიურ გადაწყვეტას…..

კამპანიის დაგეგმვა …..

                                                                                /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

 

 

მასალის გაცნობის შემდეგ თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს?

•     რა არის პიარ კამპანია და როგორია მისი სპეციფიკა?

•     პიარ კამპანიის რა მოდელები არსებობს?

•     რა მიზეზები განაპირობებენ პიარ კამპანიის ჩატარების აუცილებლობას?

•     რა ფაქტორები განაპირობებს პიარ კამპანიის წარმატებას?

•     რა მეთოდებით ხდება პიარ კამპანიის შეფასება?

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია  /

  • პიარი და მედიასთან ურთიერთობები

პიარის ძირითადი საქმიანობის დიდი ნაწილი დამყარებულია მედიასთან ურთიერთობის განვითარებასა და შენარჩუნებაზე. მედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს საქმიანობაში. ასრულებს რა მედიატორის ფუნქციას, მედია გვეხმარება, ჩვენი გზავნილი მივიტანოთ მომხმარებლებამდე.

პიარ სპეციალისტი ამზადებს სხვადასხვა პიარ დოკუმენტებს მედიასთან აქტიური ურთიერთობის დასამყრებლად და მომხმარებლების ინფორმირებისთვის.

საზოგადოებასთან ურთიერთობების საქმიანობის ძირითადი ნაწილი დაფუძნებულია სხვადასხვა ტიპის პიარ დოკუმენტების მომზადებაზე.

არსებობს  პიარ დოკუმენტების ორი ჯგუფი: შიდა და გარე…..

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

მედიასთან ურთიერთობის პროცესი მოიცავს   შემდეგ ელემენტებს…..

პიარში ძალიან მნიშვნელოვანია ფაბლისითის ცნება, რადგან პიარის ძირითადი მესიჯია: “მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტი”. შესაბამისად,  ძალიან მნიშვნელოვანია უფასო ინფორმაციის გავრცელება მედიაში ჩვენი ორგანიზაციის შესახებ……

რა არის ფაბლისითი?

ფაბლისითის გეგმა

ფაბლისითის  საკონტაქტო  სია……

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

პრესკიტი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც ვიყენებთ მედიასთან ურთიერთობის დროს, როდესაც დაგეგმილი გვაქვს რაიმე ღონისძიება. მედიის წარმომადგენლებს სრული ინფორმირებისათვის ვაძლევთ პრესკიტის დაბეჭდილ ან ელექტრონულ ვარიანტს. პრესკიტი მოიცავს: პრესრელიზს, ბექგრაუნდერს, სტატიას, ბროშურას, ფლაერს და წლიური ანგარიშს…….

როგორ შევქმნათ ელექტრონული პრეს კიტი?

7  ნაბიჯი  ელექტრონული პრეს კიტის შესაქმნელად….

პრეს კიტის ფსიქოლოგია …

არსებობს კარგი პრეს კიტის შექმნის ორი ფუნდამენტური წესი:

პრეს კიტის ელემენტები…..

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

ბექგრაუნდერი  –  ეს გახლავთ თქვენი პრეს კიტის ელემენტი, რომელიც გვამარაგებს საცნობარო ინფორმაციით თქვენი წინადადების მხარდასაჭერად….

ბიოგრაფია – მოიცავს მხოლოდ იმ ადამიანთა ბიოგრაფიებს, რომლებსაც შეხება აქვთ წინადადებასთან. მაგალითად…

საინფორმაციო  ფურცელი – საინფორმაციო ფურცელმა პრეს კიტი  ვიზუალურ დოკუმენტად უნდა გადააქციოს…

პრესრელიზი – მედიასთან ურთიერთობების ყველაზე გავრცელებულ ფორმა, პრესრელიზი, პიარ პრაქტიკაში ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებადი ტაქტიკაა…

პრესრელიზი უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს….

რა არის საინფორმაციო ფურცელი?

რა ელემენტებს მოიცავს ის?

.საინფორმაციო ფურცლის კომპონენტებია…

რა მოცულობის უნდა იყოს საინფორმაციო ფურცელი?

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

ინტერვიუ  და ინტერვიუს  სახეობები….

ბროშურები

ბროშურა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად საინფორმაციო მასალას. ის შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დოკუმენტი, პრეს კიტის ნაწილი, ერთ-ერთი მასალა და ასე შემდეგ….  

ფლაერები

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

წლიური ანგარიში

წლიური ანგარიში წარმოადგენს უმთავრეს დოკუმენტს, რომელიც ასახავს კომპანიის საქმიანობის შესახებ ძირითად მონაცემებს გასულ წელს…

წლიური ანგარიშის შინაარსი შემდეგი ნაწილებისაგან შედგება…

კომპანიის კორპორაციული პიარ დოკუმენტები….

კორპორაციული გამოცემები…..

კორპორაციული გამოცემების ერთობლიობა, მათი გავრცელების პრინციპის მიხედვით შეიძლება, ორ ჯგუფად დაიყოს…

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია  /

  • პიარი და კრიზისი

დღესდღეობით ყველა ორგანიზაციისათვის, იქნება ეს სამთავრობო, ბიზნეს თუ არასამთავრობო სექტორი, დგება პერიოდი, როდესაც ჩნდება კრიზისი. კრიზისის პრევენცია და მისი გადალახვა გარკვეულწილად პიარ სპეციალისტის პრეროგატივაცაა.

რა ტიპის ორგანიზაციასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, მოსალოდნელი კრიზისების უმრავლესობა შეიძლება, ვივარაუდოთ და მოვემზადოთ ამისათვის. წინასწარი ხედვა – არის გასაღები კრიზისის გონებრივი გადაწყვეტისა…..

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

წინასწარი ხედვა ხშირად გულისხმობს, რომ გამოვყოთ კრიზისის ზუსტად ის ტიპები, რომელსაც შეიძლება, შეეჯახოს ორგანიზაცია. კრიზისის ბევრი მმართველი სარგებლობს კრიზისის ტიპოლოგიის აღწერით. როგორც კი ისინი არკვევენ კრიზისის ტიპს, მაგალითად “ტექნოლოგიურს”, მათ უადვილდებათ კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების მოფიქრება. რამდენადაც, როცა უკვე კონკრეტულად ისაზღვრება პრობლემა, მისი გადაჭრის გეგმის შედგენა და განხორციელებაც შედარებით მარტივია….

ნებისმიერი შესაძლო კრიზისის შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი  არის კომპანიის სუსტი ადგილის გამოვლენა კრიზისის განვითარების უარესი ვარიანტის შემთხვევაში. კრიზისის მართვაში ფასდაუდებელი დახმარება შეიძლება, გასწიოს სწორად დაგეგმილი პიარის ორმხრივმა მოდელმა….

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

კრიზისის ტიპოლოგია…..

კრიზისის მართვის ძირითადი ასპექტები:

რატომ არის სასურველი, რომ ანტიკრიზისული გეგმა განვიხილოთ წინასწარ….

სამი ძირითადი ელემენტი წარმატებული ორგანიზაციის საქმიანობისა კრიზისის დროს….

ურთიერთობის მართვა კრიზისის დროსეს არის თვით კრიზისის მართვა

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

ცნობილი პიარ სპეციალისტი სემ ბლექი გვთვაზობს კრიზისთან მუშაობის გზებს. ის ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ საზოგადოებრივი აზრი და ვიცოდეთ, როგორ ფუნქციონირებს ის, ასვე მნიშვნელოვანია გვქონდე ინფორმაცია, რაზე (გულისხმობდა თემებს) და ვისზე რეაგირებენ ჩვენი მომხმარებლები.

საზოგადოებრივი აზრი გვევლინება კრიზისის დროს მნიშვნელოვან კომპონენტად. პიარ სპეციალისტი სწორედ მოიაზრება საზოგადოებრივი აზრის მმართველად…..

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

 

რა არის საზოგადოებრივი აზრი

საზოგადოებრივი აზრი კონკრეტული საკითხის მიმართ ინდივიდთა შეხედულებების, დამოკიდებულებისა და წარმოდგენების ერთობლიობაა, რომელსაც იზიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი.

სოკრატე და პლატონი საზოგადოებრივი აზრის შესახებ…..

კრიზისული პიარი ყველაზე რთული სამართვი და მოსაგვარებელია, რადგან მასზეა დამოკიდებული კომპანიის მომავალი და იმიჯი….

                                                                             /იხ. ვრცლად  ლექციის სრულ ვერსიაში/

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია  /